|
2024-06-17 12:47:32, 438 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ - ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს ვიწყებთ
"ევროპული საქართველოს" ცნობით, პარტია "საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის ამოცანით", ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. როგორც "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღიშნული, ცენტრი "დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და მას დემოკრატიული, ევროპული ალტერნატივით ჩაანაცვლებს". "ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე სახალხო პროტესტმა და საზოგადოების რეაქციამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას რეჟიმისთვის პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობა 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობის მიერ ოპოზიციური პარტიების ძლიერ მხარდაჭერაში გადაიზარდოს, იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანის დასაცავად და მოღალატეებისთვის ძალაუფლების ჩამოსართმევად. ამასთან, რეჟიმის დამარცხების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ივანიშვილის მიერ ქართული სახელმწიფოსთვის მიყენებული უდიდესი ზიანის გამოსწორება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის კრიტიკულად აუცილებელი, სამართლიანი და დემოკრატიული სისტემის დასაფუძნებლად სწრაფი ნაბიჯების გადადგმა. როგორც რეჟიმის ცვლილების, ისე შემდგომი სისტემური გარდაქმნის ამოცანებისთვის, საკვანძოა, მოქალაქეთა უმრავლესობა ხედავდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობა", სადაც არ არსებობს დემოკრატიული ტრადიცია; სადაც არ არსებობს ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან და გუნდთან; სადაც ბელადი სააკაშვილის და ჩრდილოვანი მმართველი კეზერაშვილის ახირებებით წყდება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, პარტიის ლიდერების ჩანაცვლების და გადანაცვლების ჩათვლით. იმისთვის, რომ ამომრჩევლის რაციონალურ წუხილს ვუპასუხოთ და მათი ენერგია ცვლილებების ენერგიად იქცეს, ჩვენ გვჭირდება მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ხელისუფლების ალტერნატივას არა ანტიდემოკრატიული ძალა, არამედ დემოკრატიული გაერთიანება წარმოადგენს, რომლის წევრებიც ოლიგარქიულ, ანტიდემოკრატიულ თამაშის წესებს მკაფიოდ უარყოფენ. ამ გარემოებებში, სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია ისეთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც ერთი მხრივ, რუსულ რეჟიმს დაამარცხებს, ხოლო მეორე მხრივ, სწრაფად იმოქმედებს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიაშია" წარმოდგენილი. ამიტომ, "ევროპული საქართველო" იწყებს კონსულტაციების პროცესს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით, რომელიც დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და მას დემოკრატიული, ევროპული ალტერნატივით ჩაანაცვლებს",- აღნიშნულია განცხადებაში.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)