2024-06-15 15:12:56, 446 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას - დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
ზურაბიშვილი ულოცავს უკრაინას და მოლდოვას და აღნიშნავს, რომ "ევროპელი ქართველი ერი" მალე მათ რიგებს შეუერთდება.
"ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ამ ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე!
გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევაზე
დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს.
გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,