|
2024-06-13 19:14:29, 480 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ბალდაში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს, ხ.გ.-ს და ი.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების გამო, ი.ბ.-მ გ.ხ.-ს მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. „აღნიშნულით განაწყენებული გ.ხ. შურისძიების მოტივით, ძმასთან ხ.გ.-სთან ერთად სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული გაემართა ი.ბ.-ს და მისი თანამოაზრეების მოსაძებნად, რა დროსაც გზად შეხვდა დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს და მათ სანადირო თოფის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე ერთ-ერთ მათგანს - მ.ბ.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. მოგვიანებით, გ.ხ. ძმასთან ერთად ბალდაში, კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით შეკრებილ, მასთან დაპირისპირებულ მხარესთან მივიდა, სადაც ასევე დანის გამოყენებით მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხ.გ.-ს ბრალდება 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო ი.ბ.-ს ბრალდება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)