|
2024-06-13 13:51:38, 290 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე პეტრიაშვილის განცხადებაზე - ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხალხი და ქვეყანა დააზიანონ
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „არავის მიეცემა ქვეყნის და ხალხის დაზარალების საშუალება". კალაძე მედიასთან საუბრისას ბუკა პეტრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „მსგავსი განცხადებები რადიკალური ოპოზიციონერების მხრიდან არ არის პირველი, მიუხედავად ამისა ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და მშვიდობის შენარჩუნებას". „პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოსწეროდა, რადიკალიზმით იყვნენ დაკავებულები მაშინაც, კანდიდატის სტატუსზე რომ იყო საუბარი. გვახსოვს ზოგმა ოპოზიციონერმა რომ თქვა, რადიკალური პარტიის წარმომადგენლები ბრიუსელში დადიოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღოო. ზუსტად იგივე ხაზია, ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხალხი, ქვეყანა დააზიანონ, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცემათ. ჩვენ განვაგრძობთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, მშვიდობის შენარჩუნებას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)