|
2016-02-15 16:20:51, 676 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, „რელიგიის საკითხთა სააგენტოს“ ანგარიშში შთამბეჭდავი ციფრები იყო წარმოდგენილი. „მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ, რომ სააგენტო ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას, ის არის მედიატორი რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის. არ გამართლდა არაკეთილმოსურნეთა წინასწარი შეფასებები, თითქოს სახელმწიფო ცდილობს კონტროლის განხორციელებას რელიგიებზე. პირიქით, ეს არის შექმნილი იმისთვის, რომ დაეხმაროს რელიგიებს მათი პრობლემების გადაწყვეტაში. ძალიან ძნელია რომ ცალ-ცალკე ეძებო თვითმმართველობებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში პრობლემების გადაწყვეტა და სააგენტო ეხმარება მათ ამ კომუნიკაციაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
25–26 დეკემბერს Spotlight 2026 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება
ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს
ძლიერი ქარის და ტურბულენტობის გამო ბორტზე რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, ბერლინი ქუთაისის რეისმა ფრენა შეწყვიტა და თბილისში დაეშვა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



