2024-06-11 17:34:30, 403 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის პარლამენტი - აუცილებელია, სანქციების დაწესება - საქართველოსა და EU-ის შორის უვიზო რეჟიმის გაყინვა
![]() დღეს, ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუ) მიიღო განცხადება, რომლითაც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფის გამო,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელდა. პარლამენტის ცნობით, განცხადების მიღებას პარლამენტის 57-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 13 წინააღმდეგი იყო. „განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელიც შთაგონებულია რუსეთის ფედერაციის ე.წ. უცხო აგენტების კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის. რიიგიკოგუ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმონ კანონი. ის ასევე მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ; ჩაატაროს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ; განახორციელოს ის რეფორმები, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას იმ მიდგომით, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო უფლებებს, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებს და დემოკრატიზაციას და უცხოური გავლენის „გამჭვირვალობის შესახებ კანონს" არ გააუქმებენ, რიიგიკოგუ აუცილებლად მიიჩნევს, რომ ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში დაბლოკოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. რიიგიკოგუ ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ევროკავშირის საბჭოს შესთავაზოს სანქციების დაწესება, მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოს მთავრობის წევრებზე, პარლამენტისა და "ქართული ოცნების" ხელმძღვანებელობასა და პარტია "ქართული ოცნების" საპარლამენტო ჯგუფზე. თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, ესტონეთის პარლამენტს სურს, რომ ესტონეთმა დააწესოს სანქციები, მათ შორის, ესტონეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა ამ პირების მიმართ. ესტონეთის პარლამენტს ასევე სურს, რომ ესტონეთმა შესთავაზოს ევროკავშირის საბჭოს სანქციების დაწესება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია
![]() უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|