|
2024-06-07 16:52:26, 326 ნახვა
პოლიტიკა
კვიჟინაძე - ფერადი რევოლუცია საქართველოში არ მოხდება, გავაგრძელებთ განვითარებას და მომზადებულები ვიქნებით 2030 წლისთვის, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა
მე არ ვიცი, კონკრეტულად ვის შეეხო სანქციები, მაგრამ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე გავაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. საქართველო უპირველეს ყოვლისა! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, სოციალურ ქსელში წერს. კვიჟინაძე ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე საკითხზე და აღნიშნავს, რომ არავინ მალავს, ამერიკის შეერთებული შტატების ახლანდელი ადმინისტრაცია საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას რომ ცდილობს. ასევე, კვიჟინაძის თქმით, აშშ იბრძვის მსოფლიო ლიდერობის შესანარჩუნებლად, ამიტომ მთავარი მოწინააღმდეგეების გარშემო ცეცხლის რკალის შეკვრა სურს. "მე არ ვიცი, კონკრეტულად ვის შეეხო სანქციები, მაგრამ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე გავაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!! მინდა ყურადღება გავამახვილო შემდეგ საკითხებზე: აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია რომ ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს, ამას არავინ, მათ შორის ოპოზიციაც, არ უარყოფს. თუ ეს მთავრობა შეიცვალა, რა ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, არც ეს არის ძნელი გამოსაცნობი. NGO და სალომეს ფანჩატური. ისმის კითხვა, თუ ასე მოხდა და ამ ხალხს დაავალებენ იმას, რასაც ჩვენ გვთხოვდნენ - სანქციებზე მიერთებას და ომში სხვადასხვა ფორმით ჩართვას (მეორე ფრონტი და ა.შ). რას გააკეთებენ? მე მგონი გასაგებია-უსიტყვოდ დაეთანხმებიან. ამის შემდეგ რაც მოხდება საქართველოში უკვე ნათელია (უკრაინიზაცია). რატომ აკეთებს ამას აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია, როდესაც იცის, რომ საქართველო, დასავლეთის მიერ გამოქვეყნებული ყველა ინდექსით და კრიტერიუმით, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც უსწრებს, დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების კუთხით. (აღარაფერს ვამბობ უკრაინასა და მოლდოვაზე,სადაც დიდი ხანია აღარ არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, ოპოზიციური მედიასაშუალებები, არის კორუფცია, უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნებიც არ ჩაატარეს),იმიტომ რომ ის იბრძვის შეინარჩუნოს მსოფლიო ლიდერობა, რომელსაც კარგავს და მისი მთავარი მოწინააღმდეგეების გარშემო უნდა შეკრას ცეცხლის რკალი. ფერადი რევოლუცია საქართველოში არ მოხდება. დრო ყველაფერს დაალაგებს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ევროპული განვითარების გზას და ჩვენი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად მომზადებულები ვიქნებით 2030 წლისთვის, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - წერს პაატა კვიჟინაძე.
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)