|
2024-06-07 14:06:30, 404 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?! - ასეა დღევანდელი ოპოზიციაც
თბილისის მერი კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს „უსამართლოს“ უწოდებს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების „ერთგვარი წახალისებაა“. „მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულებაა. ვერავინ ახსნის ბუნებაში, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა პრობლემა და ეწინააღმდეგებოდეს ევროპას ან ევროპულ ღირებულებებს. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რეალურად რა ხდება და რა პროცესები მიმდინარეობს. ის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სანქციებთან დაკავშირებით გაჟღერდა, ერთგვარი წახალისებაა გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის „ზერო“, ნული. მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?! მკვდარს ვერ გავაცოცხლებთ. ასეა დღევანდელი ოპოზიციაც - არის ნული. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ, გუბაზ სანიკიძეს ჰკითხოთ და ის გეტყვით ზუსტ შეფასებას რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაანონსებულ სანქციებთან დაკავშირებით, კახა კალაძე აცხადებს, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ“ ჯერ კიდევ 2008 წელს, თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგვინა. „დროებით შეიძლება გაიხარონ ადამიანებმა. ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ჩვეულებრივი მოღალატეები. მოღალატეობრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. 2008 წელს თავიანთი მოღალატეობრივი ქმედებებით დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს რომ ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, ეს მათი და მათი უგუნური პოლიტიკის დამსახურებაა. ის რეზოლუციებიც, რომელთაც ხელი მოაწერეს, თითქოს, საქართველომ დაიწყო ომი და მძინარე ცხინვალს თავს დავესხით, მოღალატეობრივი ქმედებებია. ამ ყველაფრის შემოქმედი ის რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც დღეს სხვადასხვა დასახელების პარტიებად არიან წარმოდგენილი, მაგრამ სინამდვილეში ერთნი არიან. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ოქტომბერში გასცემს საკადრის პასუხს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)