23:54 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 13:59:14, 471 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არ ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული

როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას სანქციების მოლოდინთან დაკავშირებით. 

კალაძის განცხადებით, „არანაირი სანქციები არ იქნება".

„პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, იმიტომ, რომ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ  მოვექცეთ. როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, მაგალითად, დეპუტატებს და ხელისუფლებას, რომელიც დღეს წარმოდგენილია მთავრობის სახით და მართავს ქვეყანას. როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე გამოიცეს სანქციები, როდესაც იღებ კანონს შენს ქვეყანაში. ხომ წარმოუდგენელია უბრალოდ. 

ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. პირიქით, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ, პარნიორობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ამ შემართებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისა და ევროპული მომავალისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics