|
2024-05-29 15:43:38, 362 ნახვა
პოლიტიკა
კირცხალია მსხილაძეს - როგორ შეძლება, სანქცირებული აქტივები 21-ე საუკუნეში, ჩვენს საგადასახადო და საბანკო სისტემაში შემოვიდეს? ამხელა ტყუილი როგორ შეგიძლიათ?
ბატონო გიორგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და პასუხიც ვერ მივიღეთ - აქ იყო აპელირება და პოპულისტური განცხადებები, რომ ეს ეხება დასანქცირებულ ფულს, ეს იქნება შავი ფულის, შავი აქტივების და დასანქცირებული აქტივების გათეთრება. ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ნებისმიერი განხრით, პირველი კურსის სტუდენტსაც კი გაეცინება, როდესაც ამხელა ინსტიტუციის წარმომადგენელი გამოდიხართ და ამას საუბრობთ,- ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, "მარტივი კითხვა დაისვა, თუ როგორ შეიძლება სანქცირებული აქტივები ქართულ საგადასახადო სისტემაში მოხვდეს 21-ე საუკუნეში". მისი თქმით, "ამ თემით ხელისუფლების ოპონენტები საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ, მაგალითად, რომან გოცირიძე, რომლის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდი ყველას ახსოვს, ხალხს ატყუებს, რომ კანონის მეშვეობით ქვეყანაში სანქცირებული აქტივები შემოვა". "მარტივი კითხვა დაისვა: როგორ შეძლება, რომ სანქცირებული აქტივები, 21-ე საუკუნეში, ჩვენს საგადასახადო და საბანკო სისტემაში შემოვიდეს საქართველოში? - ამხელა სიცრუე, ამხელა ტყუილი, უტიფრობა და საზოგადოებისთვის თავლებში ნაცრის შეყრა როგორ შეგიძლიათ? მე გულწრფელად შემოვდივარ თქვენს მდგომარეობაში. ახლა, მივმართავ ბატონ რომანს: რომ აღელდება, მერე აქვს წამოცდენები და აქ კარგად ახსენა, რომ შევარდნაძის დროს კანონები იყიდებოდაო და იქიდან ვკითხეთ კიდევაც უმიკროფონოდ, რამდენი კანონი აქვს მას გაყიდული, საინტერესოა და იქნებ გააკეთოს რეესტრი ვის მოარგო ეს კანონები. ესე იგი მის პათოსში ზის ეს ყველაფერი, ვერ გამოვიდა ჯერ კიდევ მაგ პათოსიდან, გამოდის აქ უტიფრად ამხელა ადამიანი, სულ ხაზს ვუსვამ რომ მის ასაკს პატივს ვცემ და ზოგადად, ჩვენ იმ გუნდის წარმომადგენლები ვართ, რომლებიც ასაკს, ოჯახს, ურთიერთობებს და კოლეგიალობას მათგან განსხვავებით პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. გამოდის ამხელა კაცი და საზოგადოებას უტიფრად ატყუებს, კაცი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, ყველას კარგად გვახსოვს მისი სამარცხვინო პრეზიდენტობის პერიოდი, მაგრამ გამოდის და უტიფრად ეუბნება ხალხს, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია, რომ შავი ფული გათეთრდეს, გაირეცხოს და სანქცირებული აქტივები შემოვიდეს - არა, მეგობრებო", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)