2024-05-29 00:44:09, 415 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე - პარლამენტმა გადაწყვიტა საქართველო ბნელ გზაზე ატარონ, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში
საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა საქართველო ბნელ გზაზე ატარონ, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში - ამის შესახებ, აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა.
გავლენიანმა კონგრესმენმა, რომელიც როგორც ტრამპის ბანაკის ასევე დემოკრატების ბანაკში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქსელ X-ზე.დაწერა.
"სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსულ "აგენტების შესახებ" მავნე კანონზე. მათ გადაწყვიტეს, საქართველო ბნელ გზაზე ატარონ, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში და დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს, რომელსაც მათი ხალხი იმსახურებს" - განაცხადა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა
ავტორი: ექსპრესნიუსი,