02:50 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 19:19:32, 456 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - „ოცნებამ“ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ

დღეს "ოცნებამ" კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ,- ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

ჯაფარიძის განცხადებით, "ეროვნული ინტერესების საარაკო ღალატის მიუხედავად "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებენ, შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ".

"დღეს "ოცნებამ" კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ და ისტორიაში მისი როგორც პოლიტიკური ძალის ქართველ "ბოლშევიკებთან" ერთად ადგილის მყარად დამკვიდრებისკენ,

ეროვნული ინტერესების საარაკო ღალატის მიუხედავად "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებენ შეაჩერონ, ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ, მშვიდობისკენ და კეთილდღეობისკენ და სულ რაღაც 5 თვის შემდეგ საქართველო კვლავ დაუბრუნდება დიდი ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზას!" - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს, 28 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საკანონმდებლო ორგანოში ორი კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა.

თავდაპირველად კენჭი უყარეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შენიშვნებს მხარდამჭერი არ ჰყოლია, წინააღმდეგ კი, 66 დეპუტატი წავიდა. აღნიშნულის შემდეგ, კენჭი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს, რასაც მხარი 84-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics