|
2024-05-25 11:43:51, 619 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთი ბლოკავს ევროკავშირის ინიციატივის, გადაეცეს უკრაინას რუსეთის აქტივებიდან მიღებული მოგება
უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის რეზოლუცია რუსული აქტივებიდან მოგების ჩამორთმევის შესახებ, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის უნდა გაეგზავნილიყო, იუწყება Financial Times წყაროებზე დაყრდნობით. გადაწყვეტილება ერთხმად უნდა იქნას მიღებული, მაგრამ უნგრეთის ელჩმა ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე მის წინააღმდეგ მისცა ხმა. წინასწარი შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები აპირებდნენ წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი ევროს გაგზავნას უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის რუსული აქტივებიდან ბელგიის დეპოზიტარში შენახული 190 მილიარდი ევროს ოდენობით. წყაროს ცნობით, უნგრული მხარე აპირებს დაბლოკოს ამ თანხების გამოყოფა მინიმუმ ევროპარლამენტის არჩევნებამდე, რომელიც ივნისში გაიმართება. აპრილის შუა რიცხვებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა გაყინული რუსული აქტივების გადაცემა სპეციალურ ფონდში, საიდანაც ისინი შემდგომში გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. ამ გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე 134-ვე დელეგატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, 2024 წლის გაზაფხულზე ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან შემოსავალი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)