2024-05-24 09:57:23, 301 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპასუხოდ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
წილოსანის შეფასებით, "ვარჰეის მხრიდან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითად მოყვანა, მუქარის ჯერ არნახულ ხარისხზე" მიუთითებს.
"ევროკომისარი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე: სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ.
წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი...",- წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),