2024-05-22 16:58:14, 380 ნახვა
პოლიტიკა
როთი კალაძეს - რაღაც ვერ გაიგეთ სწორად - საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც როთი სოციალურ ქსელში წერს, რევოლუციას "არასამთავრობოები და ახალგაზრდები კი არ გეგმავენ, არამედ მმართველი პარტია".
"მერო კალაძე, რაღაც აშკარად არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ახალგაზრდა თაობა გეგმავს, არამედ მმართველი პარტია. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი", - წერს როთი.
ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ "ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის პირდაპირი მცდელობაა".
ავტორი: ექსპრესნიუსი,