07:00 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 13:23:13, 445 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!

ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება,- ამის შესახებ „პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

ოქრიაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტის დროს, „ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ აფერას წერტილი დაესვა".

„ბატონი კობახიძის თურქეთში ვიზიტის დროს დაესვა წერტილი ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ აფერას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იხსნა საქართველო ომისგან და ახლაც არიდებს ქვეყანას ომს. პირველი კითხვაა, მაინც ვისთან ომისგან გვიხსნა „ოცნებამ“, როცა  ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ ჩვენს სუვერენიტეტს მხოლოდ რუსეთი ემუქრება, ხოლო „ოცნება“ მიიჩნევს, რომ გვემუქრება ევროპა და ამერიკა, ანუ ის, ვინც რეალურად უზრუნველყოფდა ჩვენს სუვერენიტეტს 90-იანი წლებიდან მოყოლებული. 

და რა შუაშია კობახიძის ვიზიტი თურქეთში?

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კობახიძესთან შეხვედრაზე პირდაპირ  განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოებაზე თურქეთი ზრუნავს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ვერ შემოიჭრება და ომს ვერ გაგვიჩაღებს, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს და მუშაობს სამხრეთის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ეკონომიკური ინტერესი და ზოგადად, თურქულ-შუააზიურ-ჩინური ინტერესები. ასე რომ, ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!" - აცხადებს ოქრიაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics