|
2024-05-21 15:11:44, 352 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან
ამ რადიკალურ ქმედებებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დავით კეზერაშვილის თანხებიც არის ჩართული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კალაძის თქმით, ქვეყანაში წამოწყებული საპროტესტო ტალღის უკან ასევე, დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. „პროტესტი, რაც წინა დღეების განმავლობაში იყო, ცხადია მართულია. ვიცით, ამ ყველაფრის უკან ვინ დგანან - კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასევე, ამ რადიკალურ ქმედებებში ჩართულია დავით კეზერაშვილის თანხები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წამგებიანია. არასდროს ამ ქვეყანაში რადიკალიზმი არ და ვერ გაიმარჯვებს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების ცვლილება, არ მოსწონს აღნიშნული კანონი, ამისთვის არსებობს არჩევნები. თუ აქვთ მხარდაჭერა, არჩევნების გზით ცივილურად და დემოკრატიულად შეუძლიათ ხელისუფლება შეცვალონ და მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც მათთვის არის მისაღები. თუმცა, აქაც ძალიან კარგად იციან, რომ მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ "ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს და არ მოხდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა". „მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რომელსაც ეს პარტია ატარებს. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს, ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა და არ მოხდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი ფაქტი. ჩვენ ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე ვიდგებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)