03:57 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 09:43:00, 490 ნახვა

მსოფლიო
BBC - ირანის დროებით პრეზიდენტად მოჰამად მოჰბერია დაინიშნება

ირანის დროებით პრეზიდენტად, იბრაჰიმ რაისის ნაცვლად, ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერია დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, თუ  ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოჰბერიას პრეზიდენტად დანიშნავს, ის თანამდებობას 2 თვის განმავლობაში დაიკავებს, ხოლო ირანის კონსტიტუციის თანახმად, ირანის საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვის შემდეგ, პრეზიდენტი ახალ მინისტრს მაქსიმუმ 3 თვით აირჩევს.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 მაისს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა. რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. პრეზიდენტთან ერთად ვერტმფრენში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა. ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics