08:51 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 15:17:32, 497 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია

ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო სამეთა მინისტრები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით, რა ჰქვია ამას თუ არა, ასეთი შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდგომ, ჟურნალისტებთან განაცხადა. 

როგორც ღარიბაშილმა აღნიშნა, "წითელი ხაზი და დაუწერელი კანონია" მინისტრების მიტინგზე სიტყვით გამოსვლა. 

"ჩვენ ერთის მხრივ ვადასტურებთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა  მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ ასეთი განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი. 

ვნახეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო სამეთა მინისტრების ვიზიტი, ეს ადამინები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას თუ არა ასეთი შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. 

მიუღებელია, რომ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მით უმეტეს დიპლომატი, ეს დაუწერელი კანონია, ეს არის წითელი ხაზი. 

როცა გამოდიან და ჭკუას გვასწავლია ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის მიუღებელი. ეს არის უხეში ჩარევა, დარღვევა ყველაფრის. ჩვენ არ ვერევით მათი ქვეყნის შიდა საქმეებში და ისინი რატომ აძლევენ თავს ამის უფლებას. 

იცით რა არის პრობლემა, ეს დამოკიდებულება, აქვთ რომ თქვენ ვინ ხართ საერთოდ, საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics