|
2024-05-17 16:09:55, 534 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ერთადერთი, ვისაც შეუძლია, შეცვალოს დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებზე
ერთადერთი, ვისაც შეუძლია, შეცვალოს დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ეუროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, რატომ წარადგინა საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი მეორედ, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს, რომ „ეს აშკარა დაბრკოლებაა ევროპული მომავლისთვის, რადგან ამ მთავრობას, მმართველ პარტიას, არ სურს მისვლა იმ შედეგებთან, რაც მისაღწევია წლის ბოლომდე ევროკომისიის ცხრა ნაბიჯის შესრულებით“. „ეს კანონი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კანონი. მთელი თავისი შინაარსითა და ფორმით, ის წააგავს რუსეთის კანონს და არის აშკარა მცდელობა, დააშინოს არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე დროს, ზუსტად 26 ოქტომბრის არჩევნებამდე. მიზანიც კი გასაგებია, რადგან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან მომავალი არჩევნების დაკვირვებაში. ეს კანონპროექტი ცვლის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პირობებს, რადგან მათ განიხილავს დივერსიისა და რევოლუციის აგენტებად, რომლებიც ცდილობენ დღევანდელი ხელისუფლების დამხობას. ის სამიზნეში იღებს სწორედ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ააშენეს ეს ქვეყანა ჩვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან, მხარს უჭერენ დემოკრატიულ განვითარებას, სოფლის მეურნეობას, განათლებას და ჯანმრთელობას. ამას ნარატივი „თქვენ 30 წელი გვეხმარებოდით, ახლა კი უცხო გავლენის აგენტები ხართ“ არ ერგება. ბევრი ქართველი, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ამა თუ იმ მომენტში მუშაობდა საერთაშორისო, ევროპულ თუ ამერიკულ ორგანიზაციებთან. ეს მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც 15 წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანულ ფონდში. მათი ლოგიკით, ეს მათ ასევე გავლენის აგენტებად აქცევს. ძალიან მკაცრი რიტორიკა ისმის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლა, რომელიც თითქმის ომის გამოცხადება იყო 30-წლიანი პარტნიორების წინააღმდეგ. ერთადერთი, ვისაც შეუძლია, შეცვალოს დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებზე. ჩვენ მშვიდად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და იმ როლისთვის, რომლის თამაში ევროკავშირს შეუძლია. მათ უნდა გაარკვიონ, რა არის საქართველოს არჩევანი არჩევნებზე და ეს უნდა დააყენონ ამ პირობებში. ან აგრძელებს გზას ევროკავშირისკენ და აჩქარებს, თუ ეს შესაძლებელია, ან სხვა მიმართულებით. ევროკავშირმა უნდა მოუსმინოს არა მხოლოდ ქუჩაში გამოსულებს, არამედ იმას, თუ რას იტყვის ხალხი არჩევნებზე, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტიპის. შედეგიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტს, შეაჩერებენ თუ არა ისინი (ევროკავშირი) ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს. ვიცი, რომ მთავრობასთან დიალოგის მცდელობები არის, თუმცა ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება, რადგან სანდოობის არსებობის შემთხვევაში, თავიდან ამ ნაბიჯებს არ გადადგამდნენ. ვიცი, რომ ვეტო დაიძლევა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამას გავაკეთებ ქუჩაში გამოსული ხალხის სახელით, რათა უბრალოდ ქუჩაში არ იდგნენ. ჩვენ არ შეგვიძლია ლაპარაკი საქართველოს მიმართ სანქციებზე, როგორც ქვეყანაზე, როდესაც ხალხი ქუჩებში ევროპული დროშებით აპროტესტებს ინიციატივას, პირად სანქციებზე კი კომენტარს არ გააკეთებს. მე შემოგთავაზებთ ევროპული სამოქმედო გეგმის პლატფორმას იმ ნაბიჯებით, რომელიც საქართველოს მომავალმა პარლამენტმა უნდა გადადგას. მე მას შევთავაზებ საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს, რათა ისინი კვლავ გაერთიანდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად, იმავდროულად, თავისუფლად იმოქმედონ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად. იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ხელს მოაწერს, ვინც არჩევნებში მიდის. იგი მოიცავს მოწოდებას, სწრაფად გააუქმოს ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპული რეფორმების რეკომენდაციების სულისკვეთებას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)