|
2024-05-16 14:50:20, 582 ნახვა
პოლიტიკა
ეროვნული პლატფორმა - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ ვწყვეტთ
საქართველოს ეროვნული პლატფორმა, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს. განცხადების თანახმად, მას შედეგ, რაც პარლამენტმა „უცოხური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 3 აპრილს დაარეგისტრირა, ეროვნულმა პლატფორმამ ზემოაღნიშნული მემორანდუმი 4 აპრილს შეაჩერა და საქართელოს პარლამენტს აღნიშნული ინიციატივის გაწვევისკენ მოუწოდა. "2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანას თანამშრომლობის ახალი ფორმატი, აღმოსავლეთის პარტნიორობა შესთავაზა, რომლის მრავალი მიზნიდან ერთ-ერთი მთავარი მიზანი დემოკრატიისა და ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობა იყო. აღმოსავლეთის პარტნიორობა ხელს უწყობს 6 ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ზემოაღნიშნული ფორმატის ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელებისათვის სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნული პლატფორმა წლების განმავლობაში ხელს უწყობდა აღმოსავლეთის პარტნიორობის, როგორც მრავალმხრივი (ევროკავშირი –პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნები და ურთიერთობები თავად ამ ქვეყნებს შორის), ასევე, ორმხრივი (ევროკავშირი – საქართველო) პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, გასულ წელს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც შექმნა თანამშრომლობის ფორმატი და პოზიტიური წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. საქართველს ეროვნულ პლატფორმაში ერთიანდება 150-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელთაც აერთიანებს მთავარი, საქართველოს კონსიტუციით გამყარებული მიზანი - საქართველოს ევროკავშირში ინტერგაციის მხარდაჭერა. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ანტი-ევროპული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაარეგისტრირა საქართველოს პარლამენტში ა.წ. 3 აპრილს, ეროვნულმა პლატფორმამ ზემოაღნიშნული მემორანდუმი 4 აპრილს შეაჩერა და მოუწოდა საქართელოს პარლამენტს, გაეწვიათ ეს ინიციატივა, დაეწყოთ ღია, ინკლუზიური და სამოქალქო სექტორის ფართო ჩართულობით ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და საქართველო დაუახლოვდეს მის სანუკვარ მიზანს - ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს მცდელობა არ დაუკლიათ - ჩართულიყვნენ ,,უცხოური გავლენის“ კანონპროექტის შესახებ საგნობრივ მსჯელობაში, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების ფარგლებშიც, მაგრამ ამაოდ. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ შეისმინა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევა, გაეწვიათ რუსული კანონი. 14 მაისს მე-10 მოწვევის პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მიღებამდე განვითარებული ძალადობის, დაშინების, სტიგმატიზაციისა და განსხვავებული აზირს დევნა დააკანონა. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება! ჩვენ, საქართველს ეროვნული პლატფორმის წევრები, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარე მასშტაბური რეპრესიების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მშვიდობიანი პროტესტით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმა საბოლოოდ წყვეტს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს”, - აღნიშნულია ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)