|
2024-05-15 11:47:59, 509 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის
ეს კანონი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. როგორც ცაჰკნამ საქართველოს პრეზიდენტსა და ლატვიის, ლიეტუვის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი საქართველოს ევროკავშირის გზას აშორებს. "ჩვენ აქ ლექციების წასაკითხად არ ჩამოვსულვართ, თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რადგანაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამისთვის არსებობს არჩევნები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველმა ხალხმა იცის, თუ სადაა მათი მომავალი. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრები. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან სახიფათოა და სამწუხაროდ, ასეთ დროს არ გაქვს არჩევანი, იდგე შუაში. რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა ისეთ პოზიციაში დააყენა, როდესაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ არჩევანი თავისუფლებასა და რუსეთს შორის. მე აქ ვარ, რადგანაც ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც ისტორიულად, ისე დღესაც. ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხი. გარკვეული კუთხით, ჩვენ ქართველებისთვის საუკეთესო მეგობრები ვართ და თქვენ ეს იცით. საქართველოს რეფორმებს ათწლეულების განმავლობაში ვუჭერდით მხარს და ჩვენ გავუზიარეთ საქართველოს შეხედულება, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული და აყვავებული საქართველოსთვის არის ევროკავშირის წევრობა. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებებს, ყველაფერს, რასაც ევროკავშირი იცავს. ეს კანონი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროკავშირის გზას. ეს არის ცვლილება, რომელზეც ევროკავშირს აუცილებლად ექნება რეაქცია. ევროინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, როდესაც რეფორმებს ატარებ, იღებს სარგებელს, როგორიცაა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა ან შესაძლებლობა, გახდე ევროკავშირის წევრი. როდესაც საქართველო უკან იხევს, თქვენ დაკარგავთ ამ რაღაცებს. ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რეპრესიების შემთხვევაში ევროკავშირი, როგორც წესი სანქციებს აწესებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ვიზიარებთ საქართველოს მოსახლეობის შეხედულებას, რომ საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში. ეს პრინციპული არჩევანია და საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია რა მომავალს აირჩევს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“,- განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. შეგახსენებთ, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები - ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოს დღეს, 15 მაისს ეწვივნენ. საგარეო უწყებების ხელმძღვანელები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. შეხვედრები ასევე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)