2024-05-15 11:30:06, 389 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ და რომელიც არჩევნებამდე ერთობით მიგვიყვანს
![]() დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას. ამისთვის, მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები - როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ და რომელიც საქართველოს არჩევნებამდე ერთობით მიიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებით „ყალბ“ მოლაპარაკებებში არ შევა და ევროპისკენ გზის გამხსნელი სწორედ ის იქნება. „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯები, მე ძალიან გარკვეულად ავუხსენი ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, მე ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაცა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! იმიტომ, რომ მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს არის ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა... დღეს, საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას. ამისთვის, მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები - როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ უკვე რამდენიმე კვირაა, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის იმ გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე ერთობით და მობილიზებულად მიიყვანს და რომელიც ამ არჩევნებით საქართველოს თავის გზაზე დააყენებს. ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა - პუტინის პოზიცია ტრამპს რთულ მდგომარეობაში აყენებს - WSJ
CBS - ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
14 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
ომი უკრაინაში30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა - პუტინის პოზიცია ტრამპს რთულ მდგომარეობაში აყენებს - WSJ
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
მთავარი თემა
|