2024-05-14 22:25:54, 461 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა. მათ დააანონსეს, რომ გზას გადაკეტავენ. მანამდე სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
ამასთან, გმირთა მოედანზე პოლიციელების მიერ დაკავებულ კონსტანტინე თოხაძეს ახლობლები ეძებენ - ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აქვს ეპილეფსიის მძიმე ფორმა.
არსებული ინფორმაციით, საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატიც.
დაკავებების შედეგად პოლიციამ აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და მოძრაობა აღდგენილია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,