11:57 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-13 20:26:47, 394 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

თბილისში, პარლამენტის სასახლესთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო მარშით უერთდებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს თან აქვთ საპროტესტო ბანერები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება კი, ხვალ, 14 მაისს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც პარლამენტმა მას პირველი და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, ქვეყნის მასშტაბით, როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში, უწყეტი ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობს. 

ერთ-ერთი ბოლო მრავალათასიანი დემონსტრაცია 11 მაისს გაიმართა. დედაქალაქის 4 სხვადასხვა ლოკაციიდან - "ექსპო ჯორჯიას", მეტროსადგურ "300 არაგველის", რესპულიკისა და მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან "ევროპის მარში" მოეწყო, რაც ევროპის მოედანზე მასშტაბური აქციით დასრულდა.

გასულ ღამეს კი, მოქალაქეებმა, ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" პარლამენტის შენობასთან დემონსტრაცია გამართეს, დილით კი, "ქართული ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში სტვენითა და შეძახილებით შეაცილეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics