08:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 16:37:19, 549 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - პუტინმა და ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, სომხური მხარის თხოვნის საფუძველზე, რუსი მესაზღვრეები ირანისა და თურქეთის საზღვართან დარჩებიან.

„დიახ, ეს ნამდვილად ასეა. 2020 წლის შემოდგომას, სომხური მხარის თხოვნით, ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები განთავსდნენ რიგ სომხურ ოლქებში. ფაშინიანმა თქვა, რომ დღეს შეცვლილ პირობებთან დაკავშირებით ასეთი საჭიროება აღარ არის, ამიტომ, პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა და ჩვენი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანა შეთანხმდა“, - განაცხადა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics