|
2016-02-12 12:42:50, 603 ნახვა
საზოგადოება
ყოფილმა პატიმრებმა სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ტრენინგი გაიარეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლში გამართულ ტრენინგს 10 ყოფილი პატიმარი დაესწრო. ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა მოქალაქეობა და სამოქალაქო უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის და სახელმწიფოს ურთიერთობების რეგულაციები, უფლება-მოვალეობები. ტრენინგი მოიცავდა თემებს ბავშვთა უფლებების შესახებაც; ასევე, თითოეული მოქალაქის სამოქალაქო პასუხისმგებლობის, მოხალისეობის, ქვეყანაში არსებული სოციალური სერვისების შესახებ. ბენეფიციარებმა მოისმინეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი დოკუმენტებისა და საერთაშორისო კონვენციების შესახებ. საქართველოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებაც.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)