|
2024-04-30 10:48:34, 452 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე ტაშის მკვრელებთან ერთად
შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე მის ტაშის მკვრელებთან ერთად,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას". როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ ღონისძიებაზე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა "დამცინავი" იყო. "12-წლისთავზე, ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებული მილიარდერი კაცი, გამილიონერებულ ჩინოვნიკებთან ერთად იდგა სცენაზე და იქედან მიმართავდა მისივე გაღარიბებულ, სიდუხჭირეში მცხოვრებ ხალხს - იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებით და დაშინებით ჩამოიყვანეს დღევანდელ აქციაზე. არცერთი სიტყვა ხალხის კეთილდღეობაზე, ხალხის დასაქმებაზე, ხელფასების მატებაზე, გადასახადების შემცირებაზე, ხალხის ხელშეწყობაზე; არცერთი სიტყვა მოქალაქეების საჭიროებებზე. კაცი, რომელსაც იმდენი ფული აქვს, რომ ვეღარ ითვლის, ტაშს აკვრევინებდა საზოგადოებას ( რიგ შემთხვევაში ჩაწერილ ტაშს) და პედისტალიდან ამბობდა - კიდევ უფრო გაგაღარიბებთ, პერსპექტივას მოგიკლავთ, ევროპას ჩამოგაშორებთ. თქვენ კი ჩემი და ჩემი ჩინოვნიკების სიმდიდრით დატკბითო. როგორი დამცინავი იყო მთელი მისი გამოსვლა, სადაც ძირითადად სიძულვილზე, დაყოფაზე, დაპირისპირებაზე საუბრობდა. ხაზს უსვამდა, რომ გენიოსი, სტრატეგოსია და მხოლოდ მან იცის, რა არის სწორი, მართალი. დაიქადნა, რომ ხელებს გადაგიგრეხთ, დუბინკებს, ტყვიებს დაგიშენთ და მაინც გავიტან რაც გადაწყვეტილი მაქვსო. დასცინოდა ხალხს, ახალგაზრდებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს შვილებს. მხოლოდ სიძულვილს აფრქვევდა! გამოგონილ მტრის ხატს ხატავდა. ვისაც ევროპული მომავალი გვინდა, მუშტები მოგვიღერა - დაგამარცხებთ და წელში გაგტეხავთო. ამასობაში, მისი მილიარდელი შვილი, დაცვის ალყაში მოქცეული მსვლელობას იმ ახალგაზრდებთან ერთად მოუყვებოდა, ვისაც პერსპექტივა სწორედ ივანიშვილებმა და კოლექტიურმა "ივანიშვილებმა" მოუკლეს. მედიდურად იდგა და დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს მისივე დაცვის კორდონის უკან მდგარი არცერთი ახალგაზრდის პრობლემა არ გაახსენდება. არ დააინტერესებს და ცხადია, არც არასდროს მოიკითხავს. ივანიშვილმა დღეს გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა რუსული კანონი და ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. ჩვენი ყოველდღიურობით, ნერვებით თამაშობს, ერთობა. თურმე დაგვღლის და მერე გადაგვივლის, ამას ისეთი სიამოვნებით ამბობდა, რთულია არ დაეჭვდე იმის თაობაზე, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმებულია. სად იყო მის გამოსვლაში ხალხი? სიყვარული? პოზიტივი? ერთობა? ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ნეგატივი და ბოროტება აფრქვია სცენიდან? ამას იმსახურებს ჩვენი მრავალჭირნახული საქართველო? ამას იმსახურებს ილიას საქართველო? რეალურად შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა დღეს სცენაზე მის ტაშის მკვრელებთან ერთად. ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ხალხს ვერავინ დააჩოქებს! წინ გამარჯვებისკენ! შინ ევროპაში! არა რუსულ კანონს! ვაჩვენოთ, რა შეუძლია სიყვარულით გაერთიანებულ საქართველოს!" - წერს ლევან ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ, "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართა. რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ქვეყანაში არჩევნები ჩაატაროს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
უკრაინის დარტყმებს შესაძლოა Yandex-ის სამივე სუპერკომპიუტერი გამოეყენებინა
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყების შესახებ გამოაცხადა
ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა სიმპოზიუმი სახელწოდებით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)