|
2024-04-26 18:05:57, 454 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გიორგი გახარია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მოსალოდნელი იყო. "რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში დაროგორც აღნიშნავენ, რეზოლუცია იქნება ერთმნიშვნელოვნად მწვავე და ეს დღეს “ქართული ოცნების” პირობებში ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია, ეს არის “ოცნების” ხელისუფლების ჩვეულებრივი უსუსურობა, რომელიც ან ვერ აკეთებს ან შეიძლება არაფერს არ აკეთებს, რომ მსგავსირეზოლუციები საქართველოს მიმართ არ იყოს ინიცირებული და შემდგომ ამას ძალიან კარგადპიარულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იყენებს. მეც მიმუშავია და მსგავსი რეზოლუციები ხშირადყოფილა ინიცირებული, მაგრამ საგარეო უწყების მუშაობის შედეგად ეს ყველაფერი ნორმალურდიპლომატიურ ფორმებში გადასულა. ეს აზიანებს ქვეყანას და ჩემთვის კატეგორიულადმიუღებელია, როდესაც ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს ეხება, როგორიც არისვიზალიბერალიზაცია, შეუძლებელია. მესმის შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ლეგიტიმური უფლებაქართველი ხალხის ეს მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მინდაგითხრათ, რომ რეზოლუცია არის ძალიან მძიმე საქართველოსთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია ეს რეზოლუცია, რას დაწერენ იქ,მაგრამ პირველ რიგში ეს არის მძიმე ხალხისთვის ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, თუოცნება არ მუშაობს და ოცნება იყენებს მსგავს რეზოლუციებს თავისი პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ ხალხს და თითოეულ ევროპარლამენტარს მინდავუთხრა აქედან, საქართველოდან ჩვენი სათქმელი, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიშასააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან კიდე ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის. იმიტომ რომ, ეს არის ქართველი ხახლის მიზანი და განსაკუთრებითმაშინ, როდესაც ჩვენ არჩევნებამდე გვაქვს დარჩენილი ექვსი თვე მეგობრებო მოგვეხმარეთიმაში, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, კონკურენტული და დემოკრატიული, ეს არის დღესჩვენიმთავარი მიზანი. ვინმეს თუ ეგონა ან ჰგონია, რომ დარჩენილ შვიდ თვეში ან ექვს თვეშიცხრაპუნქტიან გეგმას ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება შეასრულებდა, რა თქმა უნდა, ეს ილუზიაიყო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქართველებმა რიგითმა მოქალაქეებმა ევროპარლამენტარებს უნდავუთხრათ, რომ ჩვენთვის არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია", - განაცხადა გახარიამ.
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ბერნჰემი: რუსეთი ჩაერია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმში
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)