22:53 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 17:03:34, 275 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად გამოიყენონ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ესპანეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონფერენციაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიესალმება და ევროკავშირის ქვეყნებისთვის სამომავლო სამუშაო პრიორიტეტებს გადმოსცემს.

სიტყვით გამოსვლისას ნინო წილოსანმა ისაუბრა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაახლოების შედეგებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის აუცილებლობას.

„პირველ რიგში, მადლობა მსურს გადავუხადო ესპანეთს მასპინძლობისთვის. ჩემთვის პატივია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპიკერების კონფერენციაში მონაწილეობა და მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნისთვის. საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამ მნიშნველოვან პროცესში მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გავაცნობიეროთ ამ ახალი რეალობის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის და საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად სასიკეთოდ გამოიყენონ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ აჩვენა ურყევი ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ და არაერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონში სანდო პარტნიორია.

„მიუხედავად ურთულესი უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა, სწორედ წარმატებული რეფორმების შედეგად შევძელით გაგვეხადა ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი ბევრი მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შესაძლებლობას გვაძლევს, მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ საჭიროებებზე. სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს დაკავშირებადობა ევროკავშირთან გავზარდოთ და ამასთანავე, სწორად გამოვიყენოთ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დემოკრატიულ პროცესებზე დეზინფორმაციის გავლენაზე.

„დღეს ბევრს ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე და მის გავლენაზე დემოკრატიულ პროცესებზე. არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენც გვიწევს გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რაც ხშირად ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. რეფორმები და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება რჩება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხად. ვფიქრობთ, პროცესი ხელოვნურად არ უნდა გაიწელოს და ყველა კანდიდატ ქვეყანას უნდა მიეცეს ერთანაირი შესაძლებლობები, რათა დროულად დავიწყოთ მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია დღეს დასრულდა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

ევროკავშირის სპიკერთა კონფერენცია ყოველწლიური ფორუმია, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერები, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის სპიკერები. სპიკერთა კონფერენცია მიზნად ისახავს პარლამენტების როლის დაცვას, საერთო სამუშაოს განხორციელების მხარდაჭერას და საპარლამენტთაშორისო საქმიანობის ხელშეწყობას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არა რუსულ რეჟიმს“ ​- აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან, გზა გადაკეტეს
ზახაროვა - რუსეთი მზადაა, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები განიხილოს
სასტუმრო „პარაგრაფთან“ ​აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს
სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics