01:17 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 13:19:13, 505 ნახვა

პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება

კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ევროდეპუტატმა პარტია "ახალის" ერთი-ერთი ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან და ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირი არასამათავრობო ორგანიზაციების კონტროლს არ ცდილობს.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ევროკავშირში მსგავსი კანონი გვაქვს მიღებული, მაგრამ ეს არის ტყუილი. ჩვენ ევროკავშირში არ ვცდილობთ, ვაკონტროლოთ არასამათავრობო ორგანიზაციები ისე, როგორც ამას ცდილობს "ქართული ოცნება". ეს ნამდვილად არ არის ევროპული პრაქტიკა. ჩვენ ეს არ გვითხოვია "ქართული ოცნებისთვის". ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს",- განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics