2024-04-21 13:57:01, 457 ნახვა
პოლიტიკა
გალერი - „ქართული ოცნება“ და მათი ნათლია ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან
საქართველოს ხელისუფლება, მისი მმართველი პარტია "ქართული ოცნება" და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი აცხადებს.
ევროდეპუტატი სოციალურ ქსელ X-ზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება და წერს:
"საქართველოს ხელისუფლება, მისი მმართველი პარტია "ქართული ოცნება" და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც [კანონპროექტს] აპროტესტებს, აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მომავალი არჩევნებისთვის შექმნას პროევროპული ალტერნატივა, რომელსაც დამსახურებული ნდობა ექნება".
ავტორი: ექსპრესნიუსი,