|
2024-04-18 15:29:05, 332 ნახვა
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ყველა გადარიცხვა ხდება ამერიკული და ევროპული ბანკებით, თუ სანქცია დაწესდა, ვერაფერს გააკეთებს საქართველო
სანქციებზე, ზოგიერთისგან მიკვირს, თორემ ყველამ შეიძლება არ იცოდეს. ამერიკამ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის მაგას და საქართველო დაგიფარავს? ამერიკა და ევროპა სანქციებს რომ აწესებს, ჩინეთი მეორე ეკონომიკაა ნომინალში და გამოშვებული პროდუქციით პირველი ეკონომიკაა, ის ერიდება და არ აკეთებს მაგას და საქართველო დაიცავს, პაატა იქნება, გივი თუ ვინც გინდა იყოს? ასეთი სისულელე როგორ მოგივიდათ, ვინც ამას ამბობს, თურმე თუ საქართველოში მოიტანს და ანგარიშზე დადებს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, თუ ოფშორიდან კომპანიები არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას, ისინი გახსნიან საწარმოებს, დაიბეგრებიან, რაც დადებითან აისახება ქვეყანაზე. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ოპოზიცია ცდილობს, რუსეთთან მიაბას აღნიშნული ოფშორული კომპანიები, თუმცა ისინი დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები არიან.
"გაქრება ის ბანკი, ყველა გადარიცხვა ხდება ამერიკული და ევროპული ბანკებით, თუ სანქცია დაწესდა, ვერაფერს გააკეთებს საქართველო. თან ერთ პიროვნებაზე აქამდე იძახდით, გარბის საქართველოდან, ახლა გაფრინდა, ახლა გაფრინდაო, ახლა იძახით შემოდის და აქ აბანდებსო - ჯერ გაერკვიეთ რა გინდათ რომ თქვათ და რაზე საუბრობთ.
ეს ხალხი ამ წუთას ხომ საზღვარგარეთ არის - თუ არ შემოვლენ, არაფერი არ იქნება, არც ზარალი, არც მოგება, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ხალხი დავაინტერესოთ და საქართველოში გადმოვიდნენ არამარტო ისინი, სხვებიც, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გახსნიან წარმოებებს, დაბეგვრა იქნება ა.შ. და იქნება სარგებელი და თუ არ მოვეხმარებით და არ გადმოვლენ, ზარალი როგორ იქნება? არიან იქ და იქნებიან, ვინ უშლით?!
რუსეთთან აბამენ ამას, რუსეთს არ აქვს არავითარი ოფშორი და არც რუსული ფული არსად მოქმედებს ამ პიროვნებებზე, ვისაც ვამბობთ, საერთოდ არ აქვთ არანაირი კავშირი, ეს არის დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები და თუ ვინმე დასანქცირებულია, ის უკვე გაჩერებულია, იმას არ უშველის საქართველოში გადავა, ინგლისში თუ იტალიაში. თუ ვინმე დასანქცირებულია, იმის თემა უკვე დახურულია, არაფერი არ უშველის.
თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ოფშორი არის გაუმჭვირვალე, თუ ის საქართველოში გადმოვა, იქნება გამჭვირვალე, რა გაქვთ საწინააღმდეგო ვერ გავიგე, რა გინდათ? სად ნახავთ და რეესტრში იქნება დარეგისტრირებული", - განაცხადა კვიჟინაძემ.
პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)