|
2024-04-17 15:40:25, 434 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი - დიახ, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ომში ჩათრევისგან
დიახ, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ომში ჩათრევისგან, რომლისკენაც ასე ძალიან მოუწოდებდით თქვენ, არ იქნება ცხელი ბომბები საქართველოს თავზე, მიუხედავად იმისა რომ თქვენ ასე ძალიან გსურთ ეს დაინახოთ. საქართველოს გზა ევროპაშია და ევროპაში ვიქნებით კიდევაც, - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა. მისი თქმით, „ტყუილია, რომ კანონი, რომელიც მიიღეს ევროპაში, შეეხება მხოლოდ რუსეთს და ჩინეთს და არ შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპულ ქვეყნებს". „მთელი ეს დღეები ლაპარაკობთ, რომ კანონი, რომელიც მიიღეს ევროპაში შეეხება მხოლოდ რუსეთს და ჩინეთს და არ შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპულ ქვეყნებს - ეს არის ტყუილი. მე გეტყვით თქვენ, როდესაც საფრანგეთმა მიიღო კანონი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის იურიდიულ კომიტეტთა თავმჯდომარემ ბატონმა საშა ულიემ ჩამოთვალა ქვეყნები ვისაც ეს შეეხება, დაასახელა რუსეთი, დაასახელა ჩვენი მეგობარი და მეზობელი აზერბაიჯანი, დაასახელა კატარი, დაასახელა აშშ და თქვა შემდეგი სიტყვები: „ზოგჯერ სამწუხაროდ ამერიკა გვევლინება ძაან ცუდ პოზიციაზე, როგორც ჩვენი პარტნიორი, ის ცდილობს დესტაბილიზაციას და დაპირისპირებას ჩვენს საზოგადოებაში“. აი ეს არის, რომ როდესაც შენი მეგობარი და პარტნიორი ისეთ რამეს აკეთებს, რაც შენ ინტერესში არ შედის, შენ ის უნდა ამხილო. ამისთვის გვჭირდება გამჭვირვალობის კანონი“,- განაცხადა სუბარმა. სუბარმა აღნიშნა, რომ „როდესაც მოლოტოვის კოქტეილის სროლა პოლიციელებისთვის ცხადდება გმირობად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის ის მეგობარი, ვინც ამას აფინანსებს". მისი თქმით, „ამისთვის საჭიროა „გამჭვირვალობის კანონი“ და ეს არის ევროპული კანონი, ზუსტად ისეთი კანონი, როგორიც მოქმედებს აშშ-ში, ევროპის ბევრ ქვეყანაში და როგორსაც ახლა იღებს ევროკავშირი". „აშშ არის ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, აშშ არის უკრაინის სტრატეგიული მეგობარი, მაგრამ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენმა თქვა „თუ გადავხედავთ იმ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის თავდაცვაში ამ აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაშინ დავინახავთ, რომ უსაფრთხოების დახმარების 90% რეალურად დაიხარჯა აქ აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებთან, ჩვენს წარმოებაში და ამან შექმნა მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, მეტი ზრდა ჩვენს ეკონომიკაში, ასე რომ ეს იყო მომგებიანი ინვესტიცია და ეს უნდა გავაგრძელოთ“ - ეს განაცხადა ენტონი ბლინკენმა და დიახ აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ომი ძალიან აწყობთ ამერიკის მწარმოებლებს. ზუსტად იგივე თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, პენტაგონის უფროსმა ლოიდ ოსტინმა, მან თქვა, რომ „შეიარაღება, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ უკრაინაში, რათა თავი დაიცვას, იწარმოება ამერიკაში და ეს ყველაფერი ეხმარება ამერიკულ მოსახლეობას ტეხასიდან ოჰაიომდე და არიზონამდე“. ამიტომაც, დიახ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ომში ჩათრევისგან, რომლისკენაც ასე ძალიან მოუწოდებდით თქვენ, არ იქნება ცხელი ბომბები საქართველოს თავზე, მიუხედავად იმისა რომ თქვენ ასე ძალიან გსურთ ეს დაინახოთ. საქართველოს გზა ევროპაშია და ევროპაში ვიქნებით კიდევაც“,- აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)