|
2024-04-16 20:42:15, 408 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - თუ ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და კანონის ბედი ხალხმა გადაწყვიტოს
თუ ივანიშვილის ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და ხალხმა გადაწყვიტოს მშვიდობიანად ამ კანონის ბედი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რასაც ხელისუფლება საბოტაჟირებს". "ივანიშვილის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, დაუპირისპირდეს ხალხს და თქვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც ისმენდით პოზიციებს, როცა ფაქტობრივად, უარგუმენტოდ ცდილობდნენ რუსული კანონის დაცვას. ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ, მთელი დღე ამბობდნენ, რომ ეს არის ფრანგული კანონი, მაგრამ დღეს საფრანგეთის ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის ფრანგული კანონი და ცხადია, არაფერი აქვს საერთო ფრანგულ კანონთან. ისინი ამბობდნენ, რომ ამერიკულია ეს კანონი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ და გასაგებად თქვა, რომ ეს კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი ნება და ამ ყველაფერს, ჩვენდა სამწუხაროდ, საბოტაჟირებს "ქართული ოცნების“ ხელისუფლება. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც წამოიწყო ეს დიდი პროვოკაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დღეს, ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში სრულიად ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ იქნებ, დღეს ვერ შეძლონ ამ კანონის მიღება და გვაქვს იმედი, რომ პროცედურებიდან გამომდინარე, ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ დღევანდელი დღეც შევინარჩუნოთ და მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აქტიურობა. თქვენ ხედავთ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს ქუჩებში, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ რუსულ კანონს. მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქის აქტიურობა იმისთვის, რომ იქნებ, როგორმე უკან დავახევინოთ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ იძალადონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შევთავაზეთ ივანიშვილის ხელისუფლებას მშვიდობიანად, წყნარად გადაწყდეს ეს საკითხი და შესაბამისად ჩატარდეს თუნდაც პლებისციტი არჩევნებთან ერთად ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ მათ არ სურთ პროვოკაცია; თუ მათ არ სურთ რობოკოპები მეშვეობით დაუპირისპირდნენ ხალხს; თუ მათ არ სურთ ძალადობა, ყველაზე მშვიდობიანი გამოსავალი არსებობს შემდეგი - ხალხმა გადაწყვიტოს ამ კანონის ბედი, რადგან საქართველოს მოქალაქეს არ უნდა რუსული კანონი",- აცხადებს ხაბეიშვილი.
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)