|
2024-04-15 15:38:21, 456 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა
ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი, ამის მტკიცებულება მაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ კომიტეტზე მას შემდეგ განაცხადა, რაც კომიტეტის სხდომაზე „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ეს დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია იყო". „მინდა, ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, შევეცდები ყველას ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო. ეს შემთხვევით ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი. ამის მტკიცებულება მაქვს. რამდენიმე დღის წინ, ჩემმა მეგობარმა მომწერა ასეთი „მესიჯი", მას მეგობრის შვილმა მისწერა: „იქნებ, მამუკა მდინარაძეს მიაწვდინოთ ხმა - (დღეს ერთ-ერთი ონლაინგამოცემა რომ არ დაუშვითო, იმ გამოცემაზეა საუბარი, არ ვკითხულობ სპეციალურად) ერთი გოგოა, ეგ უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე. პარლამენტში ვინც არიან ჩვენები, არც ერთს არაფრის თავი არ აქვს, უფრთხილდებიან. პირადი სიმპატიები აქვთ, თუ რა ჯანდაბა სჭირთ, ვერ გავიგეთ. მდინარაძე იქნებ ამან ცოტათი მაინც მიაბანძოს, ძალიან შეუბერაო. წესით, პროვოკაციებს იკადრებენ. კი იცით, მესიმპატიურება ეგ კაცი. უკადრებელს იკადრებენ ამ დღეებში და მინდა, იცოდეს. გვიგებენ რეალურად და უარგუმენტოდ ვარ გარედან ტიპების იმედზეო“. ამ „მესიჯის" შემდეგ რამდენიმეს ჩავუგდე, რომ არ შემოუშვეს რამდენიმე ადამიანი. ეს „მესიჯი" მისწერა მეგობრის შვილმა, რომელიც შარშან აქციებზე იდგა, სხვათაშორის, წელს ცოტა სხვა აზრზეა. ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. წინა დღეების მტკიცებულება, რომ ჩაეშალა სხდომა. არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდოდათ, უკაცრავად ჟარგონისთვის, რომ გავებანძებინე. თუ ჩხუბი უნდა, პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით. ამას არ ავყვეთ, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე "მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)