06:55 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-13 15:42:54, 301 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ამ შეწყალებით პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა

ამ შეწყალებით სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ე.წ. მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა.

"რა უნდა ვუწოდოთ ასეთ გადაწყვეტილებას  და როგორ შეძლება ამ  გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი? ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც მოლოტოვის  კოქტეილი ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია, ყველამ კარგად დაინახა, მთელმა ქვეყანამ და მსოფლიომ  ნახა ეს კადრები, როგორ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი ამ პიროვნებამ და როგორ გადარჩა .. ფაქტებით, მტკიცებულებებით, აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე მოლოტოვიო და ეს ექსტრემისტი პირი შეიწყალა პრეზიდენტმა.  

ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება...ამ ქალმა დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენ ქვეყანას, ამომრჩეველს, ბოლომდე უღალატა ... მან უღალატა ჩვენს პოლიციას, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას, ეს ქალი როგორ უნდა იყოს რამდენიმე თვე, ე.წ პრეზიდენტობის..  როგორ უნდა უნდა შეძლოს ამ საქმიანობის გაგრძელება წარმოუდგენელია ჩემთვის... ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში  ეს არის დანაშაული, ჩადენილი პოლიციის მიმართ, ის არის თანამონაწილე.

 სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას, ეს არის ჩემი შეფასება, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი, რამდენიმე თვეში ის აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩაეწერა, როგორც მოლოტოვის კოქტეილის შემწყალებელის  მსროლელი და თანამონაწილე ამ დიდი დანაშაულისა. სამარცხვინოა", -  განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა [ვიდეო]
კირბი - კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics