07:42 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 17:36:50, 385 ნახვა

პოლიტიკა
წიწავა - შოლცს არ უხსენებია სიტყვა „აგენტი“, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და  გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ  პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბრიფინგს „პოლიტიკურად ანგაჟირებული", „ნაციონალური მოძრაობის"  „მეხოტბე" ზაალ ანდრონიკაშვილი თარგმნიდა, რომელმაც „თარგმანიც კი გააყალბა, რადგან გერმანიის კანცლერს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი".

„საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც  ჰქონდა  ძალიან მკაფიო, არგუმენტირებული და ღირსეული პასუხები. ბატონი შოლცისგან  გავიგეთ, რომ გამჭვირვალობის  კანონპროექტი არანაირი ე.წ რუსული არაა და ისიც კარგად გავიგეთ, რომ ამ  მიმართულებით ევროკავშირშიც მუშაობენ.

ისე ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, „ნაცმოძრაობის" მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი", მაგრამ „ნაცმოძრაობის" მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა“, - წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics