|
2024-04-12 16:05:52, 360 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - საქართველოს პერსპექტივას წარმოადგენს გაწევრიანება EU-ში, რომელიც ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს
საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ბატონმა ფედერალურმა კანცლერმა 2 წლის წინ ძალიან სწორად აღნიშნა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში. „ჩვენ, ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს. ამას ვაკეთებთ ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს. ასევე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ლანდშაფტზე და მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რისთვისაც ბატონ ფედერალურ კანცლერს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე",- თქვა კობახიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიას გუშინ, 11 აპრილს ესტუმრა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)