|
2024-04-11 17:41:27, 415 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და შინაარსის გამოტანა - მათი კიდევ ლავროვს და პესკოვს ესმით
მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა - მათი კიდევ ლავროვს და პესკოვს ესმით,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს. ხაბეიშვილი საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "არ იცის, ვერ გაიგეს და ვერ წაიკითხეს, ამერიკაში - სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერ წაიკითხა, ვერ გაიგო ამერიკის ელჩმა ვერ წაიკითხა ევროკავშირის ელჩმა, არ იცის გერმანელმა, ლიტველმა, პოლონელმა, ფრანგმა, ესტონელმა. მოტყუვდა, ვერ გაიგო ცუკერბერგმა, ექსპერტებმა, მსოფლიოში ავტორიტეტულმა არასამთავრობოებმა და დიპლომატებმა. მხოლოდ ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, დანარჩენს არავის დედამიწაზე არაფერი არ გაეგება. ჰო და კიდევ, შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს მოსკოვში. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!”- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)