08:38 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 18:21:40, 377 ნახვა

პოლიტიკა
დანიგანი - კანონპროექტზე, რომელზეც შეშფოთება გამოხატა მეგობარმა და მოიწონა ოკუპანტმა, უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი

როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მმართველი პარტიის  მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დანიგანმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის.

"როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი. რაც შეეხება კანონმდებლობის მსგავსებას ამერიკულთან, საერთოდ არ არის მსგავსი კანონი, აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ის კანონი, რასაც თქვენ ახსენებთ, მიემართება, ლობისტ ორგანიზაციების, კომპანიებს თუ პირებს, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყნების სასარგებლოდ და მათ აქვთ მოვალეობა, დარეგისტრირდნენ კონკრეტულ რეესტრში, ასე რომ, ამ კანონების მსგავსებაზე საუბარი არ არის", - განაცხადა დანიგანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics