|
2024-04-10 16:28:53, 422 ნახვა
პოლიტიკა
გახარია კალაძეზე - ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის „პრომო“ ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო „ნაცებად“ და „ქოცებად“
ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის "პრომო" ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო "ნაცებად" და "ქოცებად",- ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, კალაძესა და "მის ამჟამინდელ პატრონს ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს". "ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია. ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის "პრომო" ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო "ნაცებად" და "ქოცებად". ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ. კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი, ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ",- წერს გახარია "ფეისბუქის" გვერდზე. ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი მამის, როინ ქოჩარაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ "პოსტს" გამოეხმაურა და თქვა, რომ როინ ქოჩორაშვილი "ნაცია" და "გახარიას პარტიის წარმომადგენელია". კალაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გიორგი ქოჩორაშვილი და მისი მამა თბილისში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ მარშს გამოეხმაურნენ. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში აქციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როინ ქოჩორაშვილმა კი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)