|
2024-04-10 15:35:05, 429 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატები - მოვითხოვთ, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას
საპარლამენტო ოპოზიცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვეს. "ირაკლი ღარიბაშვილი არის დღევანდელი ხელისუფლების კორუმპირებულობის სიმბოლო, სახე უკანონობის, თვითნებობის და ხალხის თანხების მითვისების. საქართველოს პარლამენტში, ნაცვლად იმისა, რომ ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც აწუხებს ხალხს, კორუფციაზე, თუ საიდან მოიპოვა ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა ამხელა ქონება; როგორ გამდიდრდნენ ეს ადამიანები ხალხის ხარჯზე; როგორ აფრენენ საკუთარ შვილებს უცხოეთში; რა ხარჯებით ცხოვრობს მათი შვილი ფილადელფიაში და ა.შ. ეს მონაცემები საქართველოს მოსახლეობისთვის არის უცნობი, დამალული, საიდუმლო. ჩვენ მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით. შეგროვებული გვაქვს საკმარისი ხელმოწერები... დავაინიცირებთ. ახლა ჯერი არის "ქართულ ოცნებაზე" - რამდენად შეუძლიათ, დაუთმონ დრო რეალურ პრობლემებს",- განაცხადა კორძაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)