11:27 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-05 15:41:52, 456 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ენჯეოებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კამპანია, რომ კანონპროექტი რუსულად დაბრენდონ

„ენჯეოებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კვლავ კამპანია, რომ დაბრენდონ ეს კანონპროექტი რუსულად,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანია უცხოური ფულით ფინანსდება.

„ნახავდით სოციალურ ქსელში ბანერებს, რომელიც გახლავთ პირდაპირი დეზინფორმაცია, ტყუილი და რომელიც დღეს ფინანსდება უცხოური ფულით. ეს კამპანია უცხოური დაფინანსებით წარმოებს, მოქალაქეების წინააღმდეგ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც ფინანსდება ამერიკული, ევროპული, შვედური, ჰოლანდიური ფულით, ამ „ენჯეოების" რესურსების გამოყენებით. ამიტომ, ყველა საელჩოს და დონორს მივმართავ, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, ვინაიდან შარშან რა ტყუილიც იკადრეს ამ „ენჯეოებმა“, რათა დაემალათ თავიანთი ფინანსები, დღეს ამ ტყუილის განმეორება უცხოური დაფინანსებით ხდება",- ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
Axios: პუტინი ჯერ არ დაეთანხმა ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავს.
Axios: ვიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics