12:11 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 16:41:49, 819 ნახვა

მსოფლიო
ბორელმა ევროკავშირის საბჭოს რუსეთის აქტივებიდან შემოსავლის უკრაინის დახმარებისთვის გამოყენების შეთავაზება წარუდგინა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საბჭოს რუსეთის აქტივებიდან შემოსავლის უკრაინის დახმარებისთვის გამოყენების შეთავაზება წარუდგინა. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, შესაბამის ინიციატივას საბჭო სწრაფად დაამტკიცებს.

„დღეს მე წარვუდგინე საბჭოს უმაღლესი წარმომადგენლის შეთავაზება, რუსული გაყინული აქტივებიდან შემოსავალი გამოყენებულ იქნას უკრაინის მხარდასაჭერად გამარჯვებისთვის ბრძოლაში. 90%-ის სახსრების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდისა და 10%-ის ევროკავშირის ბიუჯეტის გავლით მოხდება. მოუთმენლად ველოდები საბჭოს მიერ მის სწრაფ დამტკიცებას. ეს იქნება ევროკავშირის ერთიანობის და უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერის დემონსტრირება“, - წერს ბორელი.

ცნობისთვის, გუშინ, 19 მარტს, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლების 90% უნდა გადასცეს ევროკავშირის ფონდს, რომელიც უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას აფინანსებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics