13:00 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-17 01:21:03, 1069 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - თუ რუსეთის მხრიდან მორიგი ესკალაცია იქნება, საფრანგეთი მზად არის, მოახდინოს რეაგირება

თუ რუსეთის მხრიდან მორიგი ესკალაცია იქნება, საფრანგეთი მზად არის, მოახდინოს რეაგირება უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონმა უკრაინელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

"ჩვენ უნდა მივაღწიოთ მუდმივ, მდგრად და სამართლიან მშვიდობას.
და თუ პუტინი რაიმეს შემოთავაზებას მოინდომებს,  მე მის წინადადებას მოვსუმენ. ომის დამთავრების შესახებ ნამდვილი მოლაპარაკებები ზელენსკიმ და პუტინმა უნდა აწარმოონ. ჩვენი მიზანი - რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს. ასევე ჩვენი მიზანია, დავაბრუნოთ მშვიდობა ევროპაში.
ჩვენ არ გვაქვს დაწესებული ლიმიტები და იმის მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას, როგორ ირეაგირებს რუსეთი.

უკრაინა უნდა მივიდეს მომენტამდე, როცა მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება, მაგრამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ფუნდამენტური ღირებულება იქნება. - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
 
მისი თქმით, ▪️თუ პუტინი დაურეკავს ის ყურმილს აიღებს. "ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მე მას მოვსუმენ, რას შემომთავაზებს."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics