2024-02-26 12:23:43, 813 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო - მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან, ჩვენთან
მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან, ჩვენთან, - აღნიშნულის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, ამერიკელებმა საქართველო უკვე დაივიწყეს.
„მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება. ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს იყო მათი ქვეყანა, დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო. მათ შორის და უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა. შესაბამისი დასკვნა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება. ათასობით პრობლემაა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,