|
2024-02-22 14:43:49, 706 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - „ქართული ოცნება“ არავის ებრძვის, ის თავს იცავს
პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა თავადვე დაამტკიცეს, რომ მათ მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აბსურდი და სისულელე იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება და სხვა პარტიებში მიმდინარე პროცესები მისი ინტერესის საგანი არ არის. „პარტიის დატოვების საფუძველი რა იყო, არ ვიცი. გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია, ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე იყო, რაც თავიანთი განცხადებებით, თავადვე დაამტკიცეს. როდესაც კონკრეტული კითხვები დაუსვეს, აბსოლუტურად აირივნენ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ. იგივე მოხდა 1 000-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით. ჯაფარიძე გამოვიდა და აბსოლუტურად სხვა რაღაც თქვა, მისი თანაგუნდელები კი სხვა რამეს ამტკიცებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. კარგად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი ბლეფია, რომელიც ხაზარაძეს, ზოგადად, თავისი წარსულიდან გამომდინარე, თან მოსდევს... გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა ვითარება აქვთ პარტიაში. ეს ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. ჩვენ ვემზადებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩასული ვიყავით ყველა ქალაქსა და რაიონში, შევხვდით ჩვენს მხარდამჭერებს, მოსახლეობას“, - განაცხადა კალაძემ. შეკითხვაზე - რატომ ესხმის „ქართული ოცნება“ „ლელოს“ თავს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია იმ ბრალდებებისა და შეურაცხყოფისგან იცავს თავს, რომლებიც ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან ისმის. „ქართული ოცნება“ არავის ებრძვის, „ქართული ოცნება“ თავს იცავს. იმდენი ცრუ ინფორმაცია, ბრალდება, შეურაცხყოფა მოვისმინეთ ბოლო თვეების, დღეების განმავლობაში, რომ არავის მივცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული“ საქართველო ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, ვისაც შეუძლია არჩევნებში გამარჯვება კონსტიტუციური უმრავლესობით. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ყველა პარტია იბრძოლებს საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე“, - დასძინა დედაქალაქის მერმა.
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)