19:35 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 15:52:45, 912 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აღნიშნული ღონისძიება ძალაში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.

„სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია, ძალაში შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და მივიღოთ დამატებითი ზომები საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად, გათვალისწინებული შემაკავებელი ზომები უნდა გაგრძელდეს კიდევ 12 თვით, 2025 წლის 24 თებერვლამდე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics