23:44 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 13:40:41, 794 ნახვა

პოლიტიკა
კირკიტაძე ზურაბიშვილს - მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სააკაშვილი გაათავისუფლეთ

საზოგადოება თქვენგან მოელის კონკრეტულ ნაბიჯებს და ის ერთადერთი კონკრეტული ნაბიჯი თქვენი მხრიდან დღეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დავით კირკიტაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან.

როგორც კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, მოქალაქეებშიც და პოლიტიკურ ოპოზიციაშიც გააჩნდა „გარკვეული ოპტიმიზმი იმისა, რომ საქართველოში კიდევ არსებობდა ხალხის მიერ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული ინსტიტუციის წარმომადგენელი, რომელიც ეროვნულ ერთობაზე და ღირებულებებზე მართლა ზრუნავდა".

„ქალბატონო პრეზიდენტო რამდენიმე დღის წინ  თქვენ ამ ტრიბუნიდან საუბრობდით ევროპულ ღირებულებებზე, ჰუმანიზმზე, ცივილიზებულ სამყაროზე, ერთობაზე, ჩვენს ეროვნულ ამოცანებზე და ბევრ ისეთ საკითზე, რაც სიურპრიზი იყო ჩვენთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, მაგრამ ამისთვის საუბარი საკმარისი არ არის...

თქვენ გაქვთ საშუალება გადადგათ ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში დაამკვიდრებთ სიმშვიდეს, გარკვეულ საკითხებზე ეროვნულ თანხმობას და ერთიან სულისკვეთებას, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რომლის წინაშე დგას ქვეყანა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ ნაბიჯს მოგიწონებენ ის ადამიანები, რომლებმაც მხარი დაგიჭირათ ისევე, როგორც მოგიწონებთ მთლიანად ქართული საზოგადოება. საქართველოს ისტორია თქვენს ამ ნაბიჯს სათანადოდ შეაფასებს",- განაცხადა კირკიტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics